vestel

საგარანტიო პირობები

 

შპს „მატექს ჯორჯია“ (ს/კ: 200157169)

VESTEL-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. #154, მე-3 სართული

ელ.ფოსტის მისამართი:  customersupport@mateks.ge

ტელეფონის ნომრები: 0322 61 40 55

 

შპს „მატექს ჯორჯია“-ში შეძენილ ნივთებზე ვრცელდება კანონისმიერი გარანტია, ამასთან გარკვეული სახის ნივთებზე კანონისმიერ გარანტიასთან ერთად დამატებით ვრცელდება კომერიული გარანტია. გარანტიის მოქმედების ვადა იწყება მომხმარებლის მიერ ვესტელის მაღაზიათა ქსელში ნივთის შეძენის თარიღიდან და მოქმედებს კანონისმიერი და კომერციული გარანტიით დადგენილი პერიოდის მანძილზე. კანონისმიერი და კომერციული გარანტიის ვადის გასვლის შემდგომ ტექნიკის შეკეთება (ნაწილის შეცვლა და ტექნიკოსის მომსახურება) იქნება ფასიანი;

კანონისმიერი გარანტიის პირობები:

მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიით და შემდეგი უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა:

ვესტელის კომერციული საგარანტიო პირობები:

კანონისმიერი ან/და კომერციული საგარანტიო მომსახურების მისაღებად სავალდებულოა, გაითვალისწინოთ:

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:

კომერციული გარანტიის დამატებითი პირობები ნივთის ახლით შეცვლისათის:

 

თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა   უნდა მიმართოს  შპს ‘მატექს ჯორჯია“- ს სერვის ცენტრს. სერვის ცენტრის ტელეფონის ნომერია: 0322 19 00 00, ხოლო მისამართია: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #126., სერვის ცენტრის სამუშაო საათები განისაზღვრება: კვირაში  6 (ექვსი) დღე, ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ.-იდან - 18:00 სთ.-მდე. შაბათი 10:00 სთ.-იდან 13:00 სთ.-მდე.

 

ონლაინ შეძენასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობები

ეს ვადა აითვლება:

ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;  

ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;  

გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;  

დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;  

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;  გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;  

ე) მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;  

ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;

ა) მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;  

ბ) შეკვეთის თარიღი;  

გ) შეკვეთის მიღების თარიღი;  

დ) მომხმარებლის სახელი;  

ე) მომხმარებლის მისამართი;

ვ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);

ზ) ფორმის შევსების თარიღი. 

 

მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესი:

შპს „მატექს ჯორჯია“-ს მხრიდან პრეტენზიის განხილვის წესი განისაზღვრება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შესახებ წერილობითი ინფორმაციის დაფიქსირების შემდგომ. თუკი პრეტენზია ეხება შპს „მატექს ჯორჯიაში“-ს შეძენილ ნივთს, მომხარებელმა უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის კომერციული გარანტიისა და კანონისმიერი განარტიის პირობებით. წერილობითი მიმართვა უნდა განხორციელდეს შემთხვევის დადგომიდან დაუყოვნებლივ, კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის ელექტრონულ ფოსტაზე / ვესტელის სერვის ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე:  customersupport@mateks.ge / tbilisi.servis2@mateks.ge. უკუკავშირს მომხმარებელმა შესაძლოა კომპანიის მხრიდან მიიღოს როგორც წერილობითი ისე სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით, პრეტენზიის დაფიქსირებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.

საგარანტიო პირობების გასაჩივრება შესაძლებელია კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის ელექტრონულ ფოსტაზე / ვესტელის სერვის ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე:  customersupport@mateks.ge / tbilisi.servis2@mateks.ge. უკუკავშირი მომხმარებელმა შესაძლოა კომპანიის მხრიდან მიიღოს როგორც წერილობითი ისე სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით, საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით პრეტენზიის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში.